მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 127,705 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ფილმის პოსტერი
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

გერბი
არაბული ლიგა, ოფიციალური სახელი არაბული ქვეყნების ლიგა (არაბ. جامعة الدول العربية) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 22 არაბულ ქვეყანას და პარტნიორ სახელმწიფოებს აერთიანებს. ორგანიზაცია შექმნილია 1945 წლის 22 მარტს. უმაღლესი ორგანო — ლიგის საბჭო მდებარეობს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში. შექმნისთანავე, 1945 წელს მშვიდობის და ორგანიზაციის შექმნის ხელშეკრულებას შვიდმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შემდეგში კი ლიგას 14 ქვეყანა შეურთდა. 1976 წელს ლიგაში მიიღეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია, 1988 წლიდან წარმოადგენს პალესტინის სახელმწიფო.



HSBild.svg

დღის სურათი

ხედი ტორონტოზე ონტარიოს ტბის მხრიდან.
ხედი ტორონტოზე ონტარიოს ტბის მხრიდან.



W-circle.svg

სიახლეები

ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი
  • ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე ყაზახეთის სენატის თავჯდომარე ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი (სურათზე) შეასრულებს.
  • კარენ ულენბეკი პირველი ქალი გახდა, რომელიც აბელის პრემიით დააჯილდოეს.
  • ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთებში სროლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.
  • იაპონელი არქიტექტორი ისოძაკი არატა პრიცკერის პრემიით დააჯილდოეს.
  • ინდოეთ-პაკისტანის სამხედრო კონფრონტაციას ორივე ქვეყნის მიერ საჰაერო დარტყმები მოჰყვა.
  • ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი მეორე ვადით აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    22 მარტი — ამ დღეს...

    არაბული ქვეყნების ლიგა
  • 238 : ასაკოვნების გამო გორდიანუს I მის ვაჟთან გორდიანუს II-თან ერთად გამოაცხადეს რომის იმპერატორებად.
  • 1895 : ძმებმა ლუმიერებმა პირველი კინოფილმის პრეზენტაცია მოახდინეს.
  • 1945 : ეგვიპტემ, ერაყმა, ლიბანმა, საუდის არაბეთმა, სირიამ, ტრანსიორდანიამ და იემენმა არაბულ სახელმწიფოთა ლიგა (გერბი სურათზე) დააარსეს.
  • 1963 : ბრიტანეთში The Beatles-ის პირველი ალბომი Please Please Me გამოვიდა.
  • 1993 : კორპორაცია ინტელი სერიულად უშვებს პენტიუმის პირველ ჩიპს.
  • 1995 : კოსმონავტი ვალერი პოლიაკოვი კოსმოსში რეკორდული 438 დღიანი მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა.
  • 1997 : ჰეილ-ბოპის კომეტამ დედამიწას ყველაზე ახლოს ჩაუქროლა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა